|
2017-06-05 12:13:13, 2299 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ დესტრუქციული გეგმა განახორციელა
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით დესტრუქციული ქმედებები დაგეგმა, რაც წარუმატებლად, მაგრამ განხორციელდა. აქედან გამომდინარე, კობახიძის განმარტებით, მმართველ გუნდში გარკვეული დეპუტატები ფიქრობენ, რომ კომპრომისმა აზრი დაკარგა, რის გამოც მიდიოდნენ დათმობაზე, პრეზიდენტი მომავალ წელს პირდაპირი გზით არჩეულიყო. "ჩვენ ვთქვით, რომ დესტრუქცია არის ის, რაც შედიოდა კონკრეტული სუბიექტების გეგმებში. გარკვეული დესტრუქციული გეგმები შედგა და დაიწყო მათი განხორციელება. მქონდა პრესკონფერენცია ამასთან დაკავშირებით. იქ განვაცხადე დესტრუქციული გეგმის თაობაზე. ვთქვი, რომ დავინახავდით უახლოეს მომავალში, თუ როგორი იყო ეს დესტრუქციული ელემენტები, რომლებითაც შედგა კამპანია საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ. რეალურად ეს დაიგეგმა და განხორციელდა სამწუხაროდ პრეზიდენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეების უშუალო ჩართულობით, რაც ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხაროა. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია კონსტიტუციასთან მიმართებით და ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ პირობებში გეგმავს დესტრუქციულ ქმედებებს საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ. ეს გეგმა შედგა ეს გეგმა სამწუხაროდ განხორციელდა არა წარმატებულად, მგრამ განხორციელდა. შესაბამისად ასეთ დროს ლოგიკურია კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს აზრი კომპრომისს",-აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)