|
2017-06-03 13:08:06, 2493 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იან კელი წითელაშვილის ბრალდებაზე: ჩემი მთავრობა ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვის
„ჩემი მთავრობა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვის“, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილის ბრალდებას, რომ მას ტერორისტებთან აქვს კონტაქტი. „მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა უსაფუძვლო ბრალდებას ვუპასუხო. მე პანკისის ხეობაში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი, პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად. ქალაქში სულ ნახევარი საათით ვიმყოფებოდით, ეს რამდენიმე წლის წინ იყო. მე საქმიანობის სრული გამჭვირვალობის მჯერა, ვფიქრობ, მთავრობაც ასე უნდა მოქმედებდეს. ყველაფერი რასაც ვაკეთებ საჯაროა და შუქდება. მე მხარს ვუჭერ საქართველოს რეფორმების პროცესს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და განვითარებას. ზოგადად, ჩემი მთავრობა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვის”, - განაცხადა კელიმ. შეგახსენებთ გუშინ, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, ტრისტან წითელაშვილმა თსუ-ში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა და პანკისის ხეობაში, სირიიდან დაბრუნებულ ტერორისტებს შეხვდა: ”საქართველოს მთავრობა დღეს ამერიკის საელჩოს და ამერიკის ელჩის მძევალია. ელჩმა იმ დონეზე ითავხედა, რომ პანკისის ხეობაში ავიდა და სირიიდან დაბრუნებულ ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლ ტერორისტებს შეხვდა", - აღნიშნა წითელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)