19:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 15:01:45, 2160 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბაშიშვილი: აშშ-ის ელჩი პანკისის ხეობაში პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ადგილზე ელჩები იმ პროექტებს გაეცნენ, რომლებიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება.

„პრეზიდენტთან ერთად, იან კელი, ისევე როგორც იანოშ ჰერმანი, იმყოფებოდნენ პანკისის ხეობაში, სადაც ჰქონდათ შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე გავეცანით იმ პროექტებს, რომლებიც პანკისის ხეობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ გუშინ, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, ტრისტან წითელაშვილმა თსუ-ში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა და პანკისის ხეობაში, სირიიდან დაბრუნებულ ტერორისტებს შეხვდა: ”საქართველოს მთავრობა დღეს ამერიკის საელჩოს და ამერიკის ელჩის მძევალია. ელჩმა იმ დონეზე ითავხედა, რომ პანკისის ხეობაში ავიდა და სირიიდან დაბრუნებულ ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლ ტერორისტებს შეხვდა", - აღნიშნა წითელაშვილმა.

წითელაშვილის ბრალდებას აშშ-ის ელჩი დღეს გამოეხმაურა: „მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა უსაფუძვლო ბრალდებას ვუპასუხო. მე პანკისის ხეობაში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი, პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად. ქალაქში სულ ნახევარი საათით ვიმყოფებოდით, ეს რამდენიმე წლის წინ იყო. მე საქმიანობის სრული გამჭვირვალობის მჯერა, ვფიქრობ, მთავრობაც ასე უნდა მოქმედებდეს. ყველაფერი რასაც ვაკეთებ საჯაროა და შუქდება. მე მხარს ვუჭერ საქართველოს რეფორმების პროცესს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და განვითარებას. ზოგადად, ჩემი მთავრობა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვის”, - განაცხადა იან კელიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics