საფრანგეთის ქალაქებში ქვევრის ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფრანგ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ ექვსი ქართული ბუნებრივი ღვინოების მწარმოებელი კომპანიის ღვინოები: „ნიკოლაძეების მარანი", „ანთაძის მარანი", „ხოხბის ცრემლები", „ოქრო ღვინო", „იაგოს ღვინო" და „კორტავების მარანი".