|
2017-05-01 21:11:58, 1970 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: 2016 წელს ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინვესტიციები იყო
ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის თანახმად, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკაზე კვლავ უარყოფითად მოქმედებდა საგარეო შოკის გავლენა. მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ შიდა მოთხოვნამ წლის მეორე ნახევარში ზრდა დაიწყო, იგი კვლავ სუსტი დარჩა. 2015 წლის მსგავსად, ეკონომიკური პრობლემები არსებობდა საქართველოს თითქმის ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში. „თურქეთის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედა სამხედრო გადატრიალების მცდელობამ, ტერორისტულმა აქტებმა, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და პოლიტიკურმა კრიზისმა. 2016 წლის მეორე ნახევრიდან კლება დაიწყო სომხეთის ეკონომიკამ. ნავთობზე არსებული დაბალი ფასები (ზრდადი ტრენდის მიუხედავად) უარყოფითად მოქმედებდა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე. აშშ და ევროკავშირი კვლავ ინარჩუნებდნენ სანქციებს რუსეთის მიმართ. უკრაინაში 2016 წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები გამოიკვეთა“,-ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წელს 2.7 პროცენტი შეადგინა. ბანკის ინფორმაციითვე, 2015 წლის მსგავსად, 2016 წელს ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ინვესტიციები იყო, რომელთა წვლილმაც რეალურ ზრდაში 2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. „ინვესტიციების ზრდაში მნიშვნელოვანი წილი შეიტანა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა. კერძო სექტორიდან კი ძირითადი აქტიურობა მოდიოდა მშენებლობის სექტორზე. ცალკე აღნიშვნის ღირსია მნიშვნელოვანი ინვესტიციები ბრიტიშ პეტროლეუმის (British Petroleum) ახალი მილსადენის მშენებლობაში. 32 2016 წლის განმავლობაში მოხმარებამ მცირე (0.8 პროცენტული პუნქტი) დადებითი წვლილი შეიტანა ეკონომიკის ზრდაში, რასაც ძირითადად მთავრობის მოხმარების ზრდა განაპირობებდა. წლის პირველ ნახევარში კერძო სექტორის მოხმარებას კლების ტენდენცია ჰქონდა. წლის მეორე ნახევარში კი კერძო მოხმარებამ მცირე ტემპით დაიწყო ზრდა, რასაც, ერთი მხრივ, წლის განმავლობაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლება და შედეგად, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, სამომხმარებლო სესხების მოცულობის ზრდა, ხოლო, მეორე მხრივ, წლის მეორე ნახევარში ფულადი გზავნილებით შემოდინების ზრდა უწყობდა ხელს. წმინდა ექსპორტის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში 2016 წელს კვლავ უარყოფითი იყო და -0.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. წლის განმავლობაში სტაბილურად მზარდი ტემპი ჰქონდა ვიზიტორთა რაოდენობას და, შესაბამისად, ტურისტულ შემოსავლებსაც, რაც ხელს უწყობდა მომსახურების ექსპორტის ზრდას. წლის მეორე ნახევარში გაუმჯობესება დაიწყო საგარეო მოთხოვნამ, რამაც საქონლის ექსპორტის ზრდა წაახალისა. წლის ბოლო კვარტალში შეიმჩნეოდა შიდა მოთხოვნის მომატების ნიშნები. კერძოდ, იმპორტის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი სამომხმარებლო საქონელმა შეიტანა (მაშინ როდესაც მანამდე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი საინვესტიციო საქონელი იყო)“,-აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა, პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც შემუშავებულია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 68-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად და მოიცავს "ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ", "ეკონომიკის მდგომარეობის ანგარიშს", "ოპერაციებისა და განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიშს" და აუდიტორების მიერ დამოწმებულ "საფინანსო ანგარიშგებას". ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურ ანგარიშში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში, აგრეთვე მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც საანგარიშო წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე. წლიური ანგარიში განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგერდზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=348
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)