2017-05-02 09:15:24, 2081 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.4411 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.4411 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურისთ კი, მისი შეძენა 2.4416 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.6606 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.6701ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0095 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან