03:42 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 21:41:51, 2051 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: 2016 წელს კომერციულ ბანკებში 2 857 პრეტენზია დაფიქსირდა

2016 წლის განმავლობაში კომერციულ ბანკებში 2 857 პრეტენზია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით, 5.9 პროცენტით მეტია.ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უკვე პარლამენტშია.

მათივე ცნობით,  შემოსული და მიმდინარე მომენტისთვის სრულად განხილული პრეტენზიებიდან ბანკების მიერ მხოლოდ 19.6 პროცენტი ჩაითვალა საფუძვლიანად და მათი გადაწყვეტა მომხმარებლის სასარგებლოდ მოხდა.

 „აღნიშნული მაჩვენებელი, თავის მხრივ, 26.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2012-2016 წლების შემოსული პრეტენზიების დინამიკა მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. თუმცა, კლებადია საფუძვლიანი პრეტენზიების რაოდენობა. აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვირვებით, შესაძლებელია გამოწვეული იყოს ბანკებში პრეტენზიების დაფიქსირებასთან დაკავშირებული ბარიერებითაც (მაგალითად, კომერციული ბანკის მიერ პრეტენზიის დაფიქსირებაზე უარის თქმა).
საინტერესოა 2011-2016 წლის განმავლობაში დაფიქსირებული პრეტენზიების გაანალიზება საბანკო პროდუქტების ჭრილში, საიდანაც უცვლელია წლების განმავლობაში პირველი სამეული: 1) მიმდინარე ანგარიშები, 2) საკრედიტო ბარათები, 3) მომენტალური განვადება“,-ნათქვამია ანგარიშში.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება. 

„საყურადღებოა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების წილიც, რომელიც საშუალოდ 14 პროცენტს შეადგენს. მოცემული სტატისტიკა გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ მომხმარებლების პრეტენზიები ხშირად განპირობებულია პროდუქტების და მათთან დაკავშირებული გადასახდელების აღქმის სირთულეებით, თუმცა, დროთა განმავლობაში, როგორც მომხმარებლები, ისე კომერციული ბანკის თანამშრომლებიც, პროდუქტებთან ადაპტირებას ახდენენ. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს დაკვირვება, თუ რამდენად ზრუნავენ კომერციული ბანკები მომხმარებლებზე. ამასთან, პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ფინანსური განათლების საჭიროება და მის სარგებლიანობაზე ცნობიერების ამაღლება როგორც მოსახლეობაში, ისე ფინანსური სექტორის წარმომადგენლებში“,-აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics