03:42 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 18:05:29, 2330 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

თბილისში დღეს საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მხრიდან კომისიის პირველ სხდომას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ხოლო მოლდოვას რესპუბლიკის მხრიდან რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკა ხელმძღვანელობდნენ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მოლდოვა საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეა. 

,,მოლდოვას რესპუბლიკა  ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა. ყველას კარგად გვესმის, რომ ერთი მიმართულებით, კერძოდ, ევროკავშირის მიმართულებით ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად დასახული გეგმა და შესაბამისად პოლიტიკური მიმართულებით არ არსებობს არანაირი ორაზროვნება. შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ძალიან სუსტია გავაძლიეროთ. სწორედ ამიტომ დღეს,  ჩვენი ქვეყნის მთავრობებს შორის ორმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. დღეს იყო დღე, როდესაც კომისია შეიქმნა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უწყებათაშორის დონეზე თუ დავიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, აღმოვაჩენთ იმ შესაძლებლობებს, სადაც შეგვიძლია სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება",-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

სხდომის ფარგლებში, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მათ შორის, ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარეობა, საექსპორტო შესაძლებლობები და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზებზე იმსჯელეს. 

,,სოფლის მეურნეობისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის მხრივ ჩვენს ქვეყნებს შორის არის საინტერესო პერსპექტივა, სადაც ჩვენ შეგვიძლია სწრაფად მივაღწიოთ ჩვენი მაჩვენებლების გაუმჯობესებას",-განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომისიის პირველ სხდომაში ორივე ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. 

სხდომაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების  საკითხები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, გარემოს დაცვა, კულტურისა და განათლების საკითხები და სხვა.

,,თითოეული ჩვენგანი თანხმდება, რომ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობა, როგორც მოლდოვური, ისე ქართული მხარისთვის ორი ქვეყნის ურთიერთობებში დამატებითი სტიმულის მიმცემი გახდება. მოლდოვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის მსგავსი სახის დოკუმენტი პირველად გაფორმდა. გულწრფელად მიხარია",-განაცხადა ვასილე ბიტკამ.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ და ვასილე ბიტკამ   „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების შესახებ“  და  ასევე, დოკუმენტს - „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას  ხელი  მოაწერეს. 

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics