კოჟორიძე: ვვარაუდობთ, ათონელის რეზიდენციის საკითხის გააქტუალურება, პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართულ კამპანიას უკავშირდება
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის, განცხადებით, მთავრობა ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში არ გადასვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე დიდი ხანია ინფორმირებულია.