უსუფაშვილი: დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე პროკურატურისა და შსს–ს მიმართულებით, რეფორმების დასკვნითი ეტაპი გვექნება
„დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე პროკურატურისა და შსს–ს მიმართულებით, რეფორმების დასკვნითი ეტაპი გვექნება“, –ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა „რედისონში“ განაცხადა, სადაც პროკურატურისა და შსს–ს რეფორმის საკითხებზე კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მე–11 საზოგადოებრივ ფორმუმს ატარებს.