|
2015-05-07 15:49:48, 363 ნახვა
პოლიტიკა
სასჯელაღსრულების მინისტრმა პარლამენტში საკუთარ პროგრამულ პრიორიტეტებზე ისაუბრა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ოთხი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარსდგა. სხდომას მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების წევრები ესწრებოდნენ. გიორგი მღებრიშვილმა საკუთარ პროგრამულ პრიორიტეტებზე და პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე სასჯელაღსრულების სისტემამ თვალშისაცემი პროგრესი განიცადა, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციისა და ექსპერტის მიერ. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობა - ესაა უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელიც ვიტვირთვე თვეების წინ და დღეს სწორედ მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ პენიტენციური სისტემის ინსიტიტუციური რეფორმა ბოლომდე მივიყვანო. ეს არის ის მიზანი, რომელიც ამ სისტემის ძირეული შესწავლისთანავე დავისახე. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საბჭოურ მოდელზე აგებული სისტემა გარდავქმნა დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებულ უწყებად, რაც გაზრდის უსაფრთხოებას ხარისხს, როგორც სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. ამასთან, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ძირითად ასპექტებზე და იმ მოსალოდნელ შედეგებზე, რომელიც რეფორმის დასრულების შემდეგ სისტემაში განხორციელდება. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, უწყებისთვის პრიორიტეტად რჩება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება. მინისტრის განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასჯელაღსრულების სისტემაში არასათანადო მოპყრობის პრევენციას, ადამიანის უფლებათა შიდა მონიტორინგის გაძლიერებასა და სისტემის გამჭვირვალობისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. „პენიტენციური სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია მსჯავრდებულთა რისკებად დაყოფა, მათი შესაბამის დაწესებულებებში რისკების მიხედვით გადანაწილების მექანიზმის შექმნა და პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგვა, რაც ამ სფეროში თვისობრივად ახალი მიდგომაა და ქართულ სასჯელაღსრულების სისტემას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. სისტემის განვითარების ერთ-ერთი მიმართულებაა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა. ყველამ ვიცით, რომ ესაა ურთულესი სფერო, რიგი გამოწვევებით, მაგრამ დაგეგმილი გეგმაზომიერი პოლიტიკა, ჩვენი რეფორმა და ის სიახლეები, პროგრამები, რომლებიც ყოველდღურად ინერგება სისტემაში, მაძლევს რწმენას, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არის ძლიერი უწყება, რომელიც ახლო მომავალში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს“, - აღნიშნა მინისტრმა. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას პარლამენტი 8 მაისის სხდომაზე გამოუცხადებს.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)