|
2015-05-07 16:23:27, 424 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი ვაშაძეს იუსტიციის სახლში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მენეჯერად დანიშვნას სთავაზობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა განმარტა, თუ რატომ შეცვალა იმ სსიპ-ის ბრენდი, რომლის თავმჯდომარის მოადგილე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ვაშაძე იყო. ამასთან, თეა წულუკიანი მზადაა, გიორგი ვაშაძე იუსტიციის სისტემაში დაასაქმოს. წულუკიანი გიორგი ვაშაძეს იუსტიციის სახლში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მენეჯერად დანიშვნას სთავაზობს. "მესმის, რომ ვაშაძისთვის დღესაც არის რომაული ქალღმერთი იუსტიცია მუზა და ვერ ივიწყებს იუსტიციას, მის სსიპს, მისი ყოფილი სსიპის ბრენდიც შევცალე იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ "გუგლიდან" მოპარული ბრენდი, და უნდა შეცლილიყო, ჩემი სტილი არ არის, რომ დავგუგლო, ბრენდი მოვიპარო და გამოვაცხადო, რომ ეს არის დიდი პროგრესი. ბრენდი შეიცვალა, მე მზად ვარ მას გავუგზავნო ბრენდ პლატფორმის შესახებ ინფორმაცია და რაკი ის იუსტიციაზე რჩება მიბმული, დავასაქმო ჩემს სისტემაში და მივცე ასეთი საქმე-მის მიერ აშენებული ყველა ინფრასრუქტურა არის პრობლემური, მარტო თბილისის იუსტიციის სახლის სახურავიდან 15 ტონა სამშენებლო ნაგვისა და რკინის ჩამოტანა, დაჯდა 40 000 ლარი, 19 მაისს მე ამ მასალის, რკინების საზოგადოებისთვის ჩვენებას ვაპირებ, ვპატიჟებ მას მოვიდეს და შემიძლია დავასაქმო კიდეც-იუსტიციის სახლში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მენეჯერად დავნიშო, რადგან ეს არის პრობლემები. სამ ნახევარ მილიონზე მეტი მჭირდება მე ბიუჯეტიდან იმისათვის, რომ მის მიერ დატოვებული ხავეზები გავასწორო, რომ ერთი ქარი რომ დაუბერავს, სახურავი არ ჩამოიქცეს და არ მოკლას მოქალაქე. ეს პრობლემა გავიარეთ",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)