„ამ ბოლო დროს მართალია, გამოსწორდა პროკურატურაში არსებული ვითარება, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ კვლავ აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როგორშიც ცოტა ხნის წინ ვიყავით, არსებობს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საკითხზე მეთერთმეტე საზოგადოებრივი ფორუმი იმართება.