05:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 14:40:59, 317 ნახვა

პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად, საკომიტეტო სხდომა დატოვეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა საკომიტეტო სხდომა დატოვეს, სადაც მთავრობის წევრებს უსმენენ.
უმცირესობის წევრების პროტესტის მიზეზი  მინისტრებისთვის დასასმელი კითხვებისთვის განკუთვნილი დროის სიმცირე გახდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ მათ  მთავრობის წევრებისთვის დასასმელი კითხვებისთვის 20 წუთი შესთავაზა, პასუხებისთვის კი, 40 წუთი გამოყო.
"ოპოზიციას მიეცეს 2 წუთი,  უმრავლეოსობას 1 წუთი კითხვების დასასმელად.ვითვალისწინებთ იმას, რომ ოპოზიციას მეტი შეკითხვები აქვს მთავრობასთან, ვიდრე უმრავლესობას.40 წუთი დავუთმოთ პასუხებს",-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2 წუთში ისინი მინისტრებისთვის კითხვის დასმას ვერ შეძლებდნენ.
"აზრი არ აქვს ამ ვითარებაში კითხვების დასმას.როგორ შეიძლება 1 წუთში ვკითხოთ იუსტიციის მინისტრს ყველაფერი? ან ნებისმიერ სხვას?",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა კი განაცხადა, რომ თუ უმცირესობას კითხვების დასმა  არ სურდა და არ აინტერესებდა შინაარსი, უმრავლესობის უფლებებს მაინც დაიცავდნენ.
"დაიცავით თქვენი უფლებები, მეტი მაინც არაფერი გაღელვებთ",-უპასუხა გიორგი ვაშაძემ.
ამის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა,  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებული  სხდომა დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics