„საქართველო რეფორმების კარგი შემსრულებელია და ის რეგიონის მაგალითია, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ბევრი რაღაც“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა.