|
2015-09-14 12:18:20, 485 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: პარლამენტის მუშაობა არის უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ოდესმე
პარლამენტში "ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, სადაც უცხოელი დელეგატები და ქართველი დეპუტატები საკანონმდებლო გამჭვირვალობისა და დემოკრატიის გამჭვირვალობაზე მსჯელობენ. როგორც პარლამენტიოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის მუშაობა უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. „პარლამენტის მუშაობა არის მნიშვნელოვნად უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ამას კიდევ მეტი ყურადღება სჭირდება. მსოფლიოს 32 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები არიან აქ, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან და სხვა განვითარებული ქვეყნებიდან. მათი აქ ყოფნა ნიშნავს არა იმას, რომ მათი პარლამენტები გაუმჭვირვალეა, არამედ იმას, რომ ამ თემას მუდმივი ყურადღება სჭირდება, მუდმივი ყურადღება სჭირდება ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში", - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო არის ძალიან მოხარული რომ ასეთ წარმომადგენლობით კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც დემოკრატიის საერთაშორისო დღეების ფარგლებში იმართება. "საქართველო ამ პროცესის აქტიური მონაწილეა დაწყებული 2011-2012 წლებიდან. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ამ პროცესში ჩართულობა ჩვენი მხრიდან. მოხარული ვარ, რომ ახალმა ხელისუფლებამ ეს პროცესი გააგრძელა და ჩვენ ვართ მსოფლიოში მმართველო კომიტეტის წევრი. იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. საერთაშორისო კონფერენციას მთავრობისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)