საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება გამოსცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის შეფასებით, მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა დაჩქარებულ რეჟიმში უნდა გამოუცხადდეს, რადგან მიმდინარე საკითხები, რომლებსაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ, არ დაზარალდეს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის წევრი ჯო უილსონი ხელმძღვანელობს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, რაც მოძალადეთა მხრიდან სხვადასხვა სახის ქმედებაში გამოიხატება.
„საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მყარ მხარდაჭერას ვადასტურებთ“, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასორმა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"თავისუფალი დემოკრატები" მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ. ამის შესხებ ჟურნალისტებს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.
მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტში საკომიტეტო სხდომებზე დღეს მოუსმენენ, კენჭისყრა კი, სავარაუდოდ, 8 მაისს გაიმართება.
ორხევში წუხელ ავტომობილი ხიდიდან გადავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ავტომობილში მჯდომი სამი ადამიანი, მათ შორის, ფეხმძიმე ქალი დაშავდა.
ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით დონდუამ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლსა და კონგრესში შეხვედრები გამართა.
„სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისათვის ხელშეკრულების ღირებულების გაზრდით მთავრობა აღიარებს, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა“, - ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ განხორციელებული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More