მაია ფანჯიკიძე: არ მაქვს განცდა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ყველაფერი ისე კეთდება, როგორც ამას ევროკავშირი ითხოვს
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, არ აქვს განცდა, რომ მიგრაციის, ტრეფიკინგის, თავშესაფრის პოლიტიკისა და კორუფციის მიმართულებებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ქართული მხარის მიერ ყველაფერი ისე კეთდება, როგორც მას ევროკავშირი ითხოვს.