|
2016-05-10 17:47:23, 648 ნახვა
პოლიტიკა
„ცოტა კორექტულად ილაპარაკე ძალიან გთხოვ,“ - კომიტეტზე ბესელიასა და შავგულიძეს შორის შეკამათება მოხდა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტებს მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავენ, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ შალვა შავგულიძესა და ეკა ბესელიას შორის შეკამათება მოხდა. ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების საკითხს ეხება. ამ თემასთან დაკავშირებით შალვა შავგულიძეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურდა: „სამართალწარმოების მიზნისათვის, თუ იმ გადაწყვეტილებას ხელს აწერს იმდენი მოსამართლე, რაც საკმარიისა ამ აქტის მისაღებად, რაღატომ უნდა გავხადოთ ჩვენ სავალდებულოდ, რომ კიდევ ერთმა მოსამართლემაც მოაწეროს ხელი“, - განაცხადა შავგულიძემ. „ვინ კიდევ ერთმა მოსამართლემ უნდა მოაწეროს, საქმეში მონაწილე მოსამართლეებზეა საუბარი“, - უპასუხა ეკა ბესელიამ. შავგულიძემ ეკა ბესელიას სთხოვა, აზრის გამოთქმაში ხელი არ შეეშალა. საპასუხოდ ბესელიამ შავგულიძეს შეახსენა, რომ უნებართვოდ ჩაერთო და მიკროფონი გაუთიშა: „თუ შეიძლება ამ მუხლამდე მივალ და უფრო დეტალურად ვიტყვი. როცა გადაწყვეტილებას ხელს აწერს იმდენი მოსამართლე, რაც საკმარისია ამ გადაწყვტილების მისაღებად და დარჩენილი მოსამართლე მოაწერს ,თუ არ მოაწერს ხელს, მნიშვნელობა თუ არ აქვს გადაწყვეტილების მისაღებად, რატომ უკავშირებთ იმის ხელმოწერას, სამართალწარმოების შეფერხების საშუალებას რატომ ვაძლევთ. მარტივად რომ ვთქვათ, კოლეგიაში არის 4 მოსამართლე, 3-მა მოაწერა ხელი, მე-4 არ აწერს...“,-აღნიშნა შავგულიძემ. „ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, მეოთხე მოსამართლემ იცის თუ არა?“, - უპასუხა ბესელიამ. „მათქმევინეთ ეკა, ხელს ნუ შემიშლით აზრის გამოთქმაში“, - მიმართა შავგულიძემ. „მათქმევინეთ რას ნიშნავს? ჯერ უნებართვოდ ჩაერთეთ. რამდენი ხანიც გვინდა ვილაპარაკოთ ეგრე არ არის. მაშინ რიგშია ადამიანი და დაველოდოთ. რიგი დავიცვათ. წესებით თუ ვლაპარაკობთ, წესი რიგია. ცოტა კორექტულად ილაპარაკე, შალვა, ძალიან გთხოვ. ამიტომ სიტყვას ვაძლევ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია ითხოვს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყგვეტილების გამოქვეყნების საკითხს ეხება. თავდაპირველად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შესვლა განიხილებოდა, ახლა კი, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე ძალაში შესვლაზეა საუბარი.
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)