20:43 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები სტაბილურ დემოკრატიულ გარემოს უზრუნველყოფს

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მმართველმა გუნდმა შექმნა, ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

ბერლინში საქართველო-გერმანიის წელი საზეიმოდ გაიხსნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 25-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, სადაც 26 აპრილს გერმანელ კოლეგასთან ზიგმარ გაბრიელთან ერთად  ბერლინში საზეიმოდ გახსნის საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს.

მამუკა მდინარაძე: ოპონენტები ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ გაცილებით უკეთესი კონსტიტუცია გვექნება
კონსტიტუციური ცვლილებების პარლამენტში ინიცირება უახლოეს დღეებში იგეგმება
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები ცვლილების შეტანას ითხოვენ კანონში, რომელიც აღარ არსებობს

პარლამენტს რამდენიმე კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს.

„ქართული ოცნება - მწვანეები“ კუთვნილ კვოტას „ქართულ ოცნებას“ უთმობს

ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“, „ღია და გამჭვირვალე მმართველობა საქართველოს საპარლამენტო საბჭოში“-ში კუთვნილ კვოტას  ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ უთმობს.

ლევან იზორია თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი იმყოფება. სეიფულა ჰაჩიმუფთუოღლუს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერს უმასპინძლა.

ესტონეთში პრემიერის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება
ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, უქმე დღეებში მუშაობის და ჯანმრთელობისთვის სარისკო სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე  მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში  ჯანმრთელობისთვის  რისკის შემცველ  სამუშაო პირობებში  საქმიანობის წესი დაამტკიცა.

დოლიძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ასეთი ფართომასშტაბიანი პროცესის გამართვა არასდროს იყო შესაძლებელი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, აქამდე საქართველოში არ ყოფილა შესაძლებლობა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ასეთი ინკლუზიური და ფართომასშტაბიანი პროცესი გამართულიყო.

ვიქტორ დოლიძე: თავდაცვის დოკუმენტში საფრთხეები ადეკვატურადაა შეფასებული

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ  „კრემლი აქცენტს აკეთებს რბილი ძალის გაძლიერებაზე, რათა მოახდინოს პრორუსული ჯგუფების გაძლიერება და დასავლური კურსის დისკრედიტრაცია,  ასევე, ოკუპირებულ ტერირორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საფრთხე“.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან შეხვედრები ხვალ გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიასთან შეხვედრებს 25 აპრილს სტრასბურგში გამართავენ.

ესტონეთის საგარეო მინისტრი: თანამშრომლობის თვალსაზრისით, ესტონეთისთვის საქართველო პრიორიტეტულია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სვენ მიკსერის  განცხადებით, მისი ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ჩხვირკიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ჩხვირკიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ჯანელიძე: ესტონეთი საერთაშორისო არენაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გამორჩეული მხარდამჭერია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს ესტონელ კოლეგას სვენ მიკსერს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა, სადაც გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics