|
2017-09-08 08:49:03, 2524 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: პოროშენკო და ივანიშვილი მაშანტაჟებენ
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო და უკრაინა მასთან მიმართებაში ერთმანეთში შეთანხმდნენ, - ამის შესახებ Vesti.ru იუწყება. შესაბამისი განცხადება საქართველოს მესამე რეზიდენტმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის არსებობს შეთანხმება. ისინი ჯერ მაშანტაჟებენ და მაშინებენ. ისინი ამბობენ, რომ თუ უკრაინაში ჩავალ, ციხეში ამოვყოფ თავს რამდენიმე ბრალდებით. ბრალდებებით, რომლებსაც რეალურად არავინ აღიარებს", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ამ გზით პოროშენკო ცდილობს პოლიტიკური ოპონენტის თავიდან მოშორებას. "პოროშენკომ გადაწყვიტა, რომ მე დამაპატიმრებენ და ივანიშვილს, როგორც მის პირად პატიმარს, გადამცემენ. მე თქვენი არ მეშინია. მე მართალი ვარ", - დასძინა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მას არც ერთი ქვეყნის მოქმედი საბუთი არ გააჩნია, მათ შორის არც მართვის ოწმობა, რომელიც რამდნეიმე წლის წინ საქართველოში დაკარგა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)