|
2017-09-08 01:56:54, 2337 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ - მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ საქართველოში
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის საკითხზე ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი დაკავება მარტივი საკითხი არ არის. ექს-პრეზიდენტის განცხადებით, ყველაფერი რაც მის წინააღმდეგ გაკეთდა იყო ყველანაირი კანონის, კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. „მე მაქვს სამართლებრივი უფლება უკრაინაში შესვლის და მე შევალ უკრაინაში. როგორ? მაგას ვნახავთ 10-ში. უკრაინაში მყავს მილიონობით მხარდამჭერი, გაზვიდების გარეშე. ეს გამოჩნდა ამ დღეებშიც და წინა თვეებშიც. ერთია, რამდენი მოვა საზღვარზე და მეორე, რამდენი მიჭერს მხარს. ძალიან ბევრი მიჭერს მხარს. მეორე, ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ - მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ, მაგალითად, საქართველოში. ახლა თეორიულად ამის დაშვება შესაძლებელია, მაგრამ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ვინც ამას უბრძანებს, ამის ბრძანება კი შეუძლია მხოლოდ პოროშენკოს და თუ ამაზე წავა დაიჭერენ“,-აღნიშნა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)