01:52 - 05 Nov, 2026
|
2017-09-09 04:59:08, 2575 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას უმცროს შვილთან ერთად გეგმავს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ უკრაინაში ჩასვლას უმცროს შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. სააკაშვილმა შვილთან ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "მორჩა, მივემგზავრებით კრაკოვეცში, უკრაინაში“. ცნობისთვის, ხვალ, 10 სექტემბერს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას "კრაკოვეცის" საბაჟო გამშვები პუნქტიდან გეგმავს. მას ადგილზე მხარამჭერები, დეპუტატები და მისი პარტიის წევრები დახვდებიან. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)