|
2017-09-07 03:56:04, 2379 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: საკონსტიტუციო საკითხებზე ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს შენიშვნები
„საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს შენიშვნები“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიის ძირითადი ფუნქციაა, სხვადასხვა ქვეყნებს სამართლებრივ საკითხებზე რჩევები მისცეს. „მოველი, რომ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს შენიშვნები. რასაკვირველია ველოდებით იმას, რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობთ და გვსურს - ეს არის კონსენსუსის საჭიროება ჩვენს ქვეყანაში. თუკი ეს კონსენსუსი არ მიიღწევა, იმ წითელი ხაზის, როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რასაც ფაქტიურად ჰქვია ულტიმატუმი, ეს ყოფილა ის რეალობა, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)