|
2017-09-08 12:26:57, 2099 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ ამომრჩევლებს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საბურთალოს მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. საბურთალოს მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ავთანდილ ცინცაძე, ვახტანგ შაქარიშვილი და დავით უთმელიძე იბრძოლებენ. კალაძის თქმით, ის ქალაქის მართვისთვის საჭირო პასუხისმგებლობას გრძნობს და ხედავს გამოწვევებს, რომელიც დასაძლევია. „როდესაც გუნდში მსჯელობა მიდიოდა და შემოთავაზება მივიღე, დაფიქრების დრო ვითხოვე. განა იმიტომ, რომ შემეშინდა და ბრძოლის მეშინია - არა. უბრალოდ ვიცოდი, თუ რამხელა ტვირთია და რა გამოწვევებია. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ თბილისელების იმედი მაქვს. მჯერა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვარ. თქვენთან ერთად შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც აქტუალურია და ქალაქს აწუხებს“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა. კახა კალაძემ ამომრჩეველთა ყურადღება ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და ხეების ჭრის ფაქტზე გაამახვილა. „ნამდვილად გულდასაწყვეტია ისეთი ფაქტები, როცა გაურკვეველი ადამიანი, გაურკვეველი კომპანია, იმისთვის, რომ ჯიბე გაისქელოს და საკუთარი ბიზნესი გამართოს, ერთ-ერთ სკვერში ჩუმად შედის და ხეებს ჭრის. ეს ფაქტი სამწუხაროდ, გუშინ, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან პრინციპული ვიქნებით - არც ერთ სკვერში, არც ერთ ბაღში, არც ერთი სტადიონის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ყველა მძიმე დაავადება სწორედ ეკოლოგიური პრობლემებით, გამონაბოლქვითა და გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებით არის გამოწვეული, რის მოგვარებასაც არჩევნების შემდეგ, დიდი ძალისხმევით შეუდგება. წითელ ბაღში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით საბურთალოს მაჟორიტარობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ავთანდილ ცინცაძემაც მიმართა და მათ მხარდამჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მსოფლიო ასპარეზზე, საქართველოს სახელით არაერთხელ მიბრძოლია. გამარჯვების ქართული დროშაც არაერთხელ ამიფრიალებია. ახლა კი, თბილისის გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. ვარ ამაყი, რომ საქართველოს სახელით მებრძოლი კახა კალაძის გვერდით ვდგავარ. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო თბილისის განახლების იმ დიდი გეგმის განხორციელებაში, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა და მჯერა, რომ ამ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ. მხარდამჭერებს ასევე, მადლობა გადაუხადა და გამარჯვების იმედი გამოთქვა მაჟორიტარობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ვახტანგ შაქარიშვილმა. „საოცარი ერთიანობა აჩვენა დღეს საბურთალომ, დიდი მადლობა ამისთვის. სწორედ ეს ერთიანობა მარწმუნებს, რომ 21 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ჩემთვის საამაყო და საპასუხისმგებლოა - ვიდგე თქვენს წინაშე და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მქონდეს საშუალება, გემსახუროთ თქვენ - საბურთალოელებს, ვემსახურო თბილისს“, - განუცხადა ამომრჩევლებს ვახტანგ შაქარიშვილმა. (NS)
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)