საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით, 8-10 მაისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ერთვება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.
„წინა ხელისუფლებამ პარლამენტი ქუთაისში იმიტომ გადმოიტანა, რომ ჭირივით ეშინოდათ მიტინგების, რომელიც თბილისის პარლამენტის შენობის წინ იმართებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის საყოველთაო განხილვისას დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„დაუხვეწავ საპარლამენტო მმართველობას ვცვლით დახვეწილი საპარლამენტო მმართველობით, ამასთან დაკავშირებით თავის სიტყვას იტყვის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ვენეციის კომისია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის საყოველთაო განხილვისას განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისართან იოჰანეს ჰანს შეხვდა.
ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროპის ფონდის და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მეურვეთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.
2018 წელს საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ისაუბრეს.
„უკვე საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ გამოიყენა უვიზო მიმოსვლა ევროპაში შესასვლელად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე გაგრძელდება ჩვენი განზრახვის შესაბამისად“, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო და ნაყოფიერი“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, ფართო მასშტაბიანი დიალოგი განახორციელოს, ოპოზიციური ძალის ჩართვით.
„საქართველომ უკვე სერიოზული ძალისხმევა განახორციელა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს.
თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და შეხვედრა გამართა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლა გაიხსნება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More