|
2017-09-23 03:18:04, 4426 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები
საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გავრცელდა. დოკუმენტში რომელიც „ექსპრერსნიუმაც“ მიიღო აღნიშნულია, რომ კომისია ადასტურებს თავის წინა დადებით შეფასებას. „ვენეციის კომისია ადასტურებს თავის წინა დადებით შეფასებას, კერძოდ საკონსტიტუციო რეფორმების პროცესი საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესს ასრულებს და წარმოადგენს პოზიტიურ ნაბიჯს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ, რაც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვას. - ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში. ამასთან კომისიის წინასწარ დასკვნაში წერია, რომ კანონპროექტის 22-ე მუხლის მიხედვით, გაერთიანების ლიკვიდაციის პირობები თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ორგანულ კანონთან და არა ჩვეულებრივ კანონთან, ისევე, როგორც სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან, როგორიცაა შრომითი თავისუფლება და პოლიტიკური პარტიების თავისუფლება. კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან უნდა იქნას ამოღებული ტერიტორიული ნიშნის მიხედვით პარტიების შექმნის აკრძალვა; ასევე საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს როლის შეზღუდვა უნდა გადაიხედოს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)