20:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 02:27:31, 2397 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა უაღრესად დადებითია

 „დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისგან, რომელშიც უაღრესად დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გააცნო და განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას არცერთ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნა არ აქვს.

„საბოლოო დასკვნაში არის აღნიშნული შემდეგი: „საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნას საპარლამენტო სისტემად და არის დადებითი ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით. საკონსტიტუციო რეფორმა ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლების დაცვის პრინციპებს. დასკვნაში არის დადებითად შეფასებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნა გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომისია დადებითად აფასებს გადასვლას პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე და დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი შესაბამება ევროპულ სტანდარტებს. გარდა ამისა, ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხუთპროცენტიანი ბარიერით, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს და ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრესული ნაბიჯი, ის ნაბიჯი, რომელიც აქამდე არცერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს. ვენეციის კომისიას არ აქვს არცერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები - ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ეს ყველაფერი, უშიშროების საბჭოს გაუქმება, ამასაც ხაზგასმით აღვნიშნავთ, თავდაცვის საკითხების მოწესრიგება, მთავრობის მომწესრიგებელი თავი და ა.შ. არცერთი შენიშვნა ამ საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მხრიდან არ იქნა გამოთქმული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისია ძალაში მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციას ტოვებს, რომლებიც არა საკვანძო საკითხებს ეხება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics