|
2017-09-23 03:24:42, 2554 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხანდამაშვლი: სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტის აღმშენებლობისთვის მნიშვნელოვანია
პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის’’ გურჯაანის მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილმს მორიგი შეხვედრები სოფელ გურჯაანის, ჭანდრის, ვეჯინისა და ძირკოკის მოსახლეობასთან გამართა. ქალაქ გურჯაანში კი სათნოების სახლის ბენეფიციარები მოინახულა. სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითრება ,,ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატის , არჩილ ხანდამაშვლის აზრით, მუნიციპალიტეტის აღმშენებლობისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრებზე გურჯაანელებმა ყურადღება გაამახვილეს სოფლის მეურნეობის განვითრების ხელშეწყობაზე და დაინტერესდნენ გაგრძელდება თუ არა სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროგრამების მხარდაჭერა. ,,გურჯაანი, ძირითადად, აგრარული მუნიციპალიტეტია. ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა ისარგებლა სოფლის მეურნეობის განვითრების ხელშემწყობი და შეღავათიანი აგროსესხების პროგრამებით. ისარგებლა აწარმოე საქართველოს პროგრამით და უამრავი საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს. თუმცა ინფორმაციის მეტი მიწოდება არ იქნება ურიგო და ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. თითოეულ გურჯაანელამდე უნდა მივიტანოთ ინფორმაცია იმ სიკეთეების შესახებ, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს,“-აღნიშნა მერობის კანდიდატმა. NS
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)