|
2017-09-23 02:27:38, 3893 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისია: პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების 2024 წლის გადავადება მწუხარებას იწვევს
საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გავრცელდა. დოკუმენტში რომელიც „ექსპრერსნიუმაც“ მიიღო აღნიშნულია, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების 2024 წლის ოქტომბრისთვის გადავადება კომისიისთვის მწუხარებას იწვევს „პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების 2024 წლის ოქტომბრისთვის გადავადება მწუხარებას იწვევს და წარმოადგენს დიდ დაბრკოლებას კონსენსუსის მიღწევის გზაზე. ამის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობის მზადყოფნა, რომელიც მათ 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში გამოთქვეს და რომელიც ეხება პარტიული ბლოკების დაშვებას და 2020 წლის არჩევნებზე ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევას, მისასალმებელია, რადგან ეს შესწორებები მიმართულია პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების გადავადების ნეგატიური შედეგების შემსუბუქებისკენ.“ - ნათქვამია კომისიის დასკვნაში. ვენეციის კომისიის წინასწარი, დასკვნა დღეს გავრცელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)