17:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ძიძიგური: კენჭისყრის შემდეგ, საქართველო კარდინალურად განსხვავებულ კონსტიტუციას მიიღებს

პარლამენტის ვიცე სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საქართველო კარდინალურად განსხვავებულ კონსტიტუციას მიიღებს.

ივლისში, ევროპის საინვესტიციო ბანკთან 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი

 „საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტის მხარდასაჭერად, ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. აღნიშნული ინვესტიციები მიმართული იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: ორი ქვეყნის მთავრობას აქვს ურყევი ნება, განავითაროს თანამშრომლობა

 „გვჯერა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დელეგაციის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება“, - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირიმ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კვირიკაშვილი: ირანსა და საქართველოს მეგობრობის მრავალწლიანი ტრადიცია აკავშირებს

„ირანსა და საქართველოს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალწლიანი ტრადიცია აკავშირებს. ამ მხრივ 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ირანის ისლამურის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ესჰაყ ჯაჰანგირთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნანუაშვილი: საკონსტიტუციო კომისიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება არ გაიზიარა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს ეხმაურება.

მაღლაფერიძე: საინფორმაციო სამსახურში 20 თანამშრომელს მოემატა ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორთის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში 20 თანამშრომელს მოემატა ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება.

პრემიერი პარიზის ტერაქტზე: ქართველი ხალხი ტერორიზმთან ბრძოლაში ცივილიზებულ მსოფლიოს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოტქვამს.

უნგრეთის პრემიერი: საქართველო თავისუფალი აზროვნების ქვეყანაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით,  საქართველო თავისუფალი აზროვნების ქვეყანაა და მას უმაღლესი რეპუტაცია გააჩნია.

უნგრეთის პრემიერი: კვირიკაშვილი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

გახარია: დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე

საქართველოში უნგრეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის  ფარგლებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართა,  რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  გიორგი გახარიამ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ გახსნეს.

ორბანი უნგრეთის დელეგაციას: რუსეთთან კონფლიქტის მიუხედავად, აღიქვით საქართველო როგორც სანდო და მდგრადი ქვეყანა

„უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლებო, საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მიუხედავად, აღიქვით ეს ქვეყანა როგორც სანდო, მდგრადი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან მტკიცე საგარეო პოლიტიკა“, - ასე მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლებს.

აკაკი ზოიძე: ადამიანებს არ ადარდებთ, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით იქნება, თუ არაპირდაპირით

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ის პრეზიდენტის არჩევის წესსა და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე პლებისციტის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უპირობო მხარდაჭერას უცხადებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.

პრემიერი: არსებობს ძალიან მტკიცე საფუძველი საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის  სექტორული თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერდება, რაც საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებებით დასტურდება.

მამუკა მდინარაძე: მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებაზე საბოლოო კონსენსუსი მიღწეული ჯერ არ არის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის დახურული სხდომა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს ეხებოდა.   

პრეზიდენტი: ქვეყანაში 3 მთავარი პოლიტიკური ფიგურა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მანდატს ვეღარ მიიღებს

„საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირი არჩევის მანდატის მატარებელი აღარ იქნებიან", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც ,,კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics