2017-05-03 17:19:13, 2184 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
კახა კალაძე: ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება გამორიცხული არ არის
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბუნებრივ აირის ტარიფის გაძვირებას არ გამორიცხავს.
„მოლოდინებს რაც შეეხება დაველოდოთ, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება. რამდენით და როგორ, ამაზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და გვეცოდინება. შეიძლება არც მოხდეს ასე, ამიტომ დაველოდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის წევრმა ოთარ სირაძემ განაცხადა, რომ ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა იგეგმება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან