23:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 14:25:30, 2036 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რატიანი უმრავლესობას: თქვენ იგივე პრინციპების საარჩევნო სისტემა შემოგვთავაზეთ, რაც მუსოლინიმ იტალიის პარლამენტს

„საარჩევნო სისტემა, რომელიც თქვენ შესთავაზეთ ქვეყანას,  მინდა გითხრათ, რომ იგივე პრინციპების საარჩევნო სისტემა მე-20 საუკუნის დასაწყისში მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს“, - ასე მიმართა „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა  უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 „ ცვლილებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია  რასაკვირველია  საარჩევნო სისტემა. საარჩევნო სისტემა, რომელიც თქვენ შესთავაზეთ ქვეყანას, მინდა გითხრათ, რომ იგივე პრინციპების  საარჩევნო სისტემა მე-20 საუკუნის დასაწყისში  მუსოლინიმ შესთავაზა  იტალიის პარლამენტს.  ჩვენმა მეგობარმა  სერგი კაპანაძემ გამოიკვლია ეს საკითხი  და მართალი გითხრათ არ მასვენებს შემეცნებითი  ინტერესი იმასთან  დაკავშირებით, რომ  იტალიელი ფაშისტების ეს სისტემა, თქვენ თვითონ მიხვედით  აქამდე თუ მაინც ისტორიას ჩახედეთ და ამითი ხელმძღვანელობდით?  ჩვენს ქვეყანას ძალიან მნიშნელოვანი ცვლილებები ელის და  კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომლითაც შემდეგი უახლოესი ისტორია  განისაზღვრება  და ბუნებრივი არის ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ კონსტიტუციის ცვლილება აუცილებელია, რომ  დავეკითხოთ ხალხს. მათი მოსაზრება  გავიგოთ და ამ მიმართულებით იყო ჩვენი „ევროპული საქართველოს“  ინიციატივა, რომ  პლებისციტი ჩაგვეტარებინა  და გამოგვეკითხა  ხალხი და გაგვეკეთებინა  საერთო სახალხო  გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით,  თუ როგორი კონსტიტუცია  აინტერესებს  მოსახლეობას. უნდა გითხრათ, რომ 26 წლის განმავლობაში  ჩვენს პოლიტიკურ სისტემას  ერთი და იგივე პრობლემა აქვს, ის რომ პირველ ადგილზე გასულს მუდამ სურს ჰქონდეს გადაჭარბებული ძალაუფლება  და პირველ ადგილზე გასულს მუდმივად სურს მოგებულმა წაიღოს ყველაფერი და გადაჭარბებული ძალაუფლებით მართოს ხელისუფლება. ყველა პრობლემა, რომელიც აქამდე არსებობდა სწორედ იყო დაკავშირებული ამასთან და ამიტომ არის ასეთი ინიციატივა, რომ აუცილებელია რაღაცნაირად, სხვანაირად  ჩამოვყალიბდეთ“,-განაცხადა  რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics