01:16 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-20 23:45:07, 340 ნახვა

პოლიტიკა
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია

ორგანიზაცია World Justice Project-ის (WJP) მიერ დღეს გამოქვეყნებული WJP-ის კანონის უზენაესობის ახალი ინდექსის თანახმად, კანონის უზენაესობის გლობალური ვარდნა გრძელდება. საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა. იგი მსოფლიოს 143 ქვეყანას შორის 55-ე ადგილს იკავებს.

ატყობინებს ორგანიზაცია "ექსპრესნიუსს"

ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონულ რეიტინგში საქართველო 15 ქვეყნიდან 1-ელ ადგილს იკავებს*. რეგიონის ლიდერია საქართველო (მსოფლიოში 143-დან 55-ე ადგილი), მას მოსდევენ მონტენეგრო და კოსოვო. რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე სამი ქვეყანაა ბელარუსი, თურქეთი და რუსეთი (მსოფლიოში 121-ე ადგილი). საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის საქართველო 44-დან მე-8 ადგილს იკავებს.

"ავტორიტარიზმი აღარ არის ახლად აღმოცენებული ტენდენცია — იგი გაღრმავდა და დამკვიდრდა: ქვეყნების 86%-ზე მეტმა ხუთი წლის განმავლობაში განიცადა მდგრადი გაუარესება ავტორიტარული მმართველობისგან დაცვის მინიმუმ ერთ მექანიზმში: ხელისუფლების უფლებამოსილების შეზღუდვა, მთავრობის ღიაობა თუ ძირითადი უფლებები. ამ ქვეყნების რიცხვში შედის საქართველოც.

სამოქალაქო საზოგადოების, საჯარო დებატებისა და მთავრობის საქმიანობაზე კონტროლისთვის აუცილებელი თავისუფლებები მცირდება ქვეყნების უმეტესობაში:

  • „აზრისა და გამოხატვის თავისუფლება" გაუარესდა ქვეყნების 64%-ში, საქართველოს ჩათვლით.
  • „შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება" გაუარესდა ქვეყნების 67%-ში, საქართველოს ჩათვლით.
  • „სამოქალაქო მონაწილეობა" შემცირდა ქვეყნების 65%-ში, საქართველოს ჩათვლით.

როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო სამართლის სისტემებში აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ზეწოლა და ჩარევა ინსტიტუციური დაქვეითების მთავარ ფაქტორებად იქცა. სამოქალაქო მართლმსაჯულების სისტემა დასუსტდა ქვეყნების 64%-ში, ხოლო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა — 58%-ში, სადაც მთავრობის არასათანადო გავლენა საკვანძო ფაქტორი გახდა ორივე სფეროში. სასამართლო ხელისუფლება ასევე თმობს პოზიციებს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების გადაჭარბებული გაფართოების შედეგად: ქვეყნების 63%-ში დასუსტდა სასამართლო ხელისუფლების მხრიდან მთავრობის უფლებამოსილებების შეზღუდვა. ამ ქვეყნების რიცხვში შედის საქართველოც.

მიუხედავად ამისა, სამოქალაქო მართლმსაჯულება ხდება უფრო ხელმისაწვდომი, იაფი და თანასწორი:

  • „სამოქალაქო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და ფინანსური შესაძლებლობა" გაუმჯობესდა ქვეყნების 54%-ში, მაგრამ არა საქართველოში.
  • „დისკრიმინაციის არარსებობა სამოქალაქო მართლმსაჯულებაში" გაუმჯობესდა ქვეყნების 52%-ში, მაგრამ არა საქართველოში.

ინდექსის მონაცემები აჩვენებს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა, ფასების სტაბილურობა და დაბალი საკრედიტო რისკი დამახასიათებელია მტკიცე კანონის უზენაესობის მქონე ქვეყნებისთვის:

  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე: ქვეყნები, რომელთა მშპ ერთ სულ მოსახლეზე საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე (14 406 აშშ დოლარი) მაღალია, WJP-ის კანონის უზენაესობის ინდექსში 0.68 ან მეტ ქულას აგროვებენ.
  • ინფლაცია: ქვეყნებს, რომელთა ინფლაციის დონე მედიანაზე (3.23%) დაბალია, ინდექსის მაჩვენებელი 0.60 ან მეტი აქვთ.
  • სუვერენული საკრედიტო რეიტინგები: საინვესტიციო დონის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებს (AAA-დან BBB-მდე) ინდექსის მაჩვენებლები 0.66 ან მეტი აქვთ.

2026 წელს საქართველოს საერთო მაჩვენებელი შეადგენს 0.57-ს. " - წერია ანგარიშში.

2026 წლის WJP-ის კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსში პირველ ადგილს იკავებს დანია, რომელსაც მოსდევენ ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ლუქსემბურგი. ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა ვენესუელა, რომელსაც მოსდევენ ავღანეთი, ჰაიტი, კამბოჯა და ნიკარაგუა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics