|
2017-05-03 17:57:28, 2181 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მაღრაძე: კაფე-ბარებმა, რესტორნებმა ითხოვეს ვადა, რათა მოაწყონ ღია ვერანდები თამბაქოს მწეველებისთვის
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის ინიციატორმა გუგული მაღრაძემ განმარტა, თუ რატომ შეიცვალა თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის ვადები. როგორც ცნობილია, თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები, 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად, ძალაში 2018 წლის მაისიდან შევა. მაღრაძის თქმით, გაითვალისწინეს დახურული სივრცეების მფლობელების თხოვნა, მიეცეთ დრო, ვერანდებისა და შიდა ეზოების მოსაწყობად, სადაც სტუმრებს თამბაქოს მოწევის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, მაღრაძის განცხადებით, მომზადება სჭირდება თამბაქოს მოწევაზე კონტროლის განმახორციელებლ ორგანოებსაც: „ჩვენი მომხრეები გვაკრიტიკებენ, ვადები რატომ შეიცვალაო. თქვენ იცით, რომ ეს კანონპროექტი დარეგისტრირდა 2016 წლის მაისში, თუ გვქონდა ჩადებული ვადა 2018 წლის 1 -ელ იანვრამდე, ან პირველ სექტემბრამდე და ა.შ. დღეს, როდესაც 2017 წლის მაისია, იგივე ვადებს ვერ დავტოვებდით. ამიტომ, ვადებმა შესაბამისად გადაიწია, გარდა ამისა, ჩვენ ანგარიში გავუწიეთ იმას, რომ გვქონდა შეხვედრა სათანადო სამსახურების წარმომადგენლებთან, იგივე კაფე-ბარები, რესტორნები და სხვა, მათ ითხოვეს ვადა იმისთვის, რომ მოაწყონ ღია ვერანდები, შიდა ეზოები თამბაქოს მწეველებისთვის. ამიტომ გავითვალისწინეთ ეს. გარდა ამისა, აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელმაც უნდა განახორციელოს კონტროლი ამ კანონის აღსრულებაზე, სჭირდება გარკვეული მომზადება, ინფორმაციის მიწოდება, ტრენინგები, ამიტომ არ გვინდა ეს კანონი შევიდეს ძალაში ხვალვე და ამის გამო აღსრულებაში იყოს ლაფსუსები. ვფიქრობ, ის ვადები, რაც ჩადებულია, საკმაოდ გონივრულია“,-განმარტა გუგული მაღრაძემ. სამასპინძლო ობიექტებზე-კაფეებსა და რესტორნებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პირველ მაისამდე გადაიდო. მოწევა დასაშვები იქნება კაზინოებში და სიგარა-ბარებში, რომლებსაც ლიცენზია ექნებათ. საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ცვლილებები 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)