04:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მუხთარლის ადვოკატი: პრეზიდენტი აქტიურად ადევნებს თვალს საქმის შემდგომ განვითარებას

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს  გამოძიებასთან არსებული დეტალები და ის კითხვები გააცნეს, რომლებიც მათ გააჩნიათ.

ანა დოლიძე: მუხთარლის გატაცება საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს

პრეზიდენტის შეხვედრა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლესთან, ლეილა მუსტაფაევასთან, დასრულდა.

მამა კახაბერ გოგოტიშვილი: დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქისთვის რაღაცის გადაცემა უნდა

„დეკანოზს რაღაცის გადაცემა სურს პატრიარქისთვის“,-ამის შესახებ მამა კახაბერ გოგოტიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

პრემიერი: სტიქიის, წყალდიდობის, 9 აპრილის დროს, ქართველებს ერთმანეთის შეყვარება და დახმარება გვახასიათებს

„ქართველებს გვახასიათებს, როდესაც წყალდიდობაა, სტიქიაა, 9 აპრილია, ერთმანეთი შეგვიყვარდეს და ერთმანეთს დავეხმაროთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან 3 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნარმანია: ავტომანქანების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება დაწყებულია

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ავტომანქანების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება უკვე დაწყებულია.

აზერბაიჯანის გენპროკურორის მოადგილე მუხთარლიზე: გამოძიებას ვაწარმოებთ საკუთარი და არა ევროპარლამენტის კანონმდებლობით

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილის კამრან ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე აფგან მუხთარლის საქმეზე საჭიროების შემთხვევაში ქართველ კოლეგებთან ითანამშრომლებს.

პროკურორი: ბიზნესმენმა დაკითხვისას განაცხადა, რომ მამალაძემ, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ, 7 ათასი ევრო სთხოვა

პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დაკითხული ბრალდების მხარის 7 მოწმიდან ერთ-ერთი ბიზნესმენი იყო, რომლის სახლშიც მამა გიორგი მამალაძე უსასყიდლოდ ცხოვრობდა.

ადვოკატი: მამაო გაოცებული და გაკვირვებული იყო, მის ბარგში ასეთი ნივთიერების არსებობით

მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, აეროპორტის 2 თანამშრომელი, რომელთა თანდასწრებითაც მოხდა ბრალდებულის ბარგის ამოღება, განსხვავებულ, არათანმიმდევრულ და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას იძლევა.

სერგეენკო ივანიშვილის ჯანმრთელობაზე: ჭორების გენერატორებმა თავის თავში ჩაიხედონ, კანის ფერი თუ შეეცვლებათ კარგი იქნება

„ამ ჭორების გენერატორებმა და ინსინუატორებს, მათ თავის თავში ჩაიხედონ და კანის ფერი თუ შეეცვლებათ კარგი იქნება“, - ასე უპასუხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტის კითხვას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

პროკურორი: თავად გიორგი მამალაძემ ამოიღო ბარგიდან ე.წ. დეზადორი, რომლის თავსახურშიც საწამლავი ჰქონდა დამალული

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, პროკურატურაში დალუქული ბარგის გახსნისას თავად ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ ამოიღო დეზადორი, რომლის თავსახურში მას დამალული ჰქონდა საწამლავი, რათა აეროპორტის კონტროლის გვერდის ავლით "გაერა ამ ნივთიერებას". 

ოხანაშვილი: ნიკა მელია სამსახურის გარეშე დარჩება, რადგან მას საკრებულოში მოხვედრის შანსი არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ნიკა მელიას საკრებულოში მოხვედრის შანსი არ აქვს. 

ხუხაშვილი: „ენმ“ დაზიანებული ბრენდია - ზაალ უდუმაშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, გამარჯვების მეტი შანსი ექნებოდა

ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილის შეფასებით, თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილის წარდგენით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

სოფო კილაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს

„ნაციონალურ მოძრაობას“ თვითმმართველობის არჩევნებში  გამარჯვების შანსი არ აქვს“,-ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

უდუმაშვილი: მე ვიცი როგორ დავამარცხო ერთი კაცის უსამართლო, კორუმპირებული მმართველობა

„მე ვირჩევ „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც ამ ქვეყნის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შენების გამოცდილება აქვს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უდუმაშვილი: ვიღებ გამოწვევას და გადამწყვეტ ბრძოლაში ვერთვები თბილისის გადასარჩენად

 „დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილზე მინდა განვაცხადო, რომ ვიღებ გამოწვევას  და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში  თბილისის გადასარჩენად“,-ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ოფიციალურ წარდგენაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი: კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics