|
2017-07-10 14:23:10, 2824 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბაშიძე: შარშან, რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით მილიონი ტურისტი შემოვიდა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, შარშან რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში მილიონი ტურისტი შემოვიდა, მიმდინარე წელს კი, უფრო მეტი იქნება. როგორც აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი დაიწყო, საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა. მისი თქმით, გრიგორი კარასინთან შეხვედრის წინ, ის კონკრეტულ დავალებებს იღებს, რომელიც სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს, ჰუმანიტარულ პრობლემებს ეხება. „ჩვენი ექსპორტი 2013 წლამდე რუსეთის ბაზარზე იყო - 0. რუსეთისა კი ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოდიოდა ქართულ ბაზარზე, ასეთი დისბალანსი იყო. ამ წლების მანძილზე საქართველოდან რუსეთში გავიდა 1 მილიარდამდე საფასურის ქართული პროდუქცია“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. აბაშიძის შეფასებით, რუსეთთან აღდგა, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო სატრანსპორტო კავშირები, რამაც ნაწილობრივ, ხელი შეუწყო რუსეთიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლას. „ამ პერიოდში აღდგა კომუნიკაცია, სატრანსპორტო კავშირები, არა მარტო საჰაერო, არამედ სახმელეთო. ამან ხელი შეუწყო საქართველოში ტურისტების შემოსვლას, არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან. რუსეთიდან შარშან შემოვიდა დაახლოებით მილიონი ტურისტი, წელს იქნება მეტი, ვფიქრობ, ამაში ამ დიალოგის ხელშეწყობით რაღაც ნაწილი არის, თუმცა 1 % რომ იყოს, ვფიქრობ, ცოტა არ იქნება. თუმცა, ვფიქრობ, მეტია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. ამასთან, აბაშიძემ დასძინა, რომ დიალოგმა ხელი შეუწყო გარკვეული პრობლემების მოგვარებას. „საქართველოს 8 მოქალაქე, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით მრავალწლიან სასჯელს იხდიდა, გათავისუფლდნენ და საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ“,-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)