10:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 11:56:21, 2249 ნახვა

სამართალი კომენტარი
გამზარდია: ჩემი პოზიციები უცვლელია - შესაძლოა, საქმე გვქონოდა პატრიარქის ლიკვიდაციის თემასთან

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, რომელიც დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხოს, აცხადებს, რომ საქმესთან შეხება არ აქვს.

გამზარდიასთვის გასაკვირია, რატომ იკითხება მიმდინარე საქმეზე, რომელიც ეხება შორენა თეთრუაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის თემას, რადგან თავად განცხადება პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის საკითხზე გააკეთა. ამასთან, მისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ორი საკითხი ერთმანეთს.

გამზარდიამ განმარტა, რომ საზოგადოებრივი პროცესების ანალიზი მისი საქმეა და გარკვეული მოსაზრებები ჩამოაყალიბა, რომელიც პატრიარქს ეხებოდა.

"სავარაუდოდ, ეს უფრო პროცედურული ნაწილია. მე გარკვეული მოსაზრებები მოვლენების განვითარებამდე გამოვთქვი, ალბათ სასამართლოს აინტერესებს  პატრიარქთან მიმდინარე თემებზე მე საიდან გამიჩნდა ეს პოზიცია. თუმცა, მე ვრ სასამართლოზე დაბარებული რომელიც ეხება მამალაძის საქმეს, მაგრამ ჩემი მოსაზრებები არც ერთი მამალაძის თემას არ ეხება. ჩემი პოზიცია იყო პატრიარქთან მიმართებაში და საინტერესოა, მიმდინარე სასამართლო თუ აისახება იმ კონტექსტში, რა კონტექსტზეც მე ვსაუბრობდი, იმიტომ, რომ ეს არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნაწილი. ვნახოთ თუ გამოადგებათ ჩემი ჩვენება.  რაც მე აქამდე გამოვხატე ჩემი პოზიციები არ შეცვლილა, რომ საქმე შესაძლოა გვქონოდა პატრიარქის ლიკვიდაციის თემასთან. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, მე ვიტოვებ უფლებას, როგორც მოქალაქე, ჩემი მოსაზრება მქონდეს. მე მაქვს მოსაზრება, რომ ეს არის პატრიარქის ლიკვიდაციის შესაძლო პროცესი და ყველა სხვა დანარჩენი ამ ყველაფრის დეტალია“, - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics