კობახიძე: ვენეციის კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საკონსტიტუციო დოკუმენტის გარშემო კონსენსუსი შემდგარიყო
“საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს, ბათუმში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.