10:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 15:30:45, 2423 ნახვა

სამართალი კომენტარი
ჩაბუქის ადვოკატი: საქართველოს მთავრობა თურქეთის ხელისუფლებას უწევს ანგარიშს და არ ყოფნის ძალა, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა თურქეთის ხელისუფლებას უწევს ანგარიშს და „არ ყოფნის ძალა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“.

როგორც სოსო ბარათაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ის გადაწყვეტილება, რომელიც ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ მიიღო, ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ბარათაშვილის ინფორმაციით, 1 თვის ვადაში დაცვის მხარე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრებს.

„იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს მეგობრად ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი. ამ პერიოდში ექსტრადიცია იქნება შეჩერებული. ამის შემდეგ პროკურატურას შეუძლია დაიწყოს ექსტრადირების პროცედურა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი საქალაქო სასამართლოს მიმართავენ მოთხოვნით, რათა იუსტიციის მინისტრს მიეცეს ნებართვა, რომ ექსტრადირების თაობაზე შესაბამისი განკარგულება გასცეს. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენ უზენაეს სასამართლოს მივმართავთ და იქ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, თუ უზენაესმა სასამართლომაც დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი, იუსტიციის მინისტრს მიეცემა განკარგულების გაცემის შესაძლებლობა, რომლის გასაჩივრების უფლება აღარ გვექნება და დაიწყება ექსტრადირების პროცესი“, - განაცხადა ბარათაშვილმა.

ადვოკატმა განმარტა, რომ დაცვის მხარეს ევროპის სასამართლოში მიმართვის მექანიზმები გააჩნია, რომლებსაც ისინი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.

„ის გადაწყვეტილება, რომელიც ლტოლვილთა სამინისტრომ მიიღო არის საგანგაშო სიგნალი, რომ ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების ზოგადი პოზიცია და პოლიტიკური გადაწყვეტილება. ანგარიშს უწევენ თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას და არ ყოფნით ძალა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. პასუხი, რომელიც მივიღეთ ლტოლვილთა სამინისტროდან სრულიად დაუსაბუთებელი და არასწორია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს არჩევანი - ურჩევნია შეინარჩუნოს ღირსება, თუ ურჩევნია იყოს ღირსებააყრილი“, - განუცხადა სოსო ბარათაშვილმა „ექსპრესნიუსს“.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების პროცესი შეჩერებულია. შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, ლტოლვილთა სამინისტრომ დემირელის კოლეჯის ხარისხსის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების მოთხოვნა სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics