10:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 12:20:25, 2802 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: მთავრობა არ გადაუხვევს მშვიდობიანი პოლიტიკიდან, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის დეოკუპაციაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ გადაუხვევს მშვიდობიანი პოლიტიკიდან, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის დეოკუპაციაა.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფორმის დაბრკოლების აღმართვა მიუღებელია.

მისივე თქმით, მთავრობის მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მსგავსი ტიპის ქმედებების პრევენცია მოხდეს.

„ის რაც ხდება, არის არა მცოცავი, არამედ ძალიან ღია და დინამიური ოკუპაციის პროცესი, რომელიც 2008 წლიდან მიმდინარეობს. სამწუხაროდ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პერიოდულად ვაწყდებით ინციდენტებს, როდესაც ხდება სხვადასხვა ბარიკადების აღმართვა. ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართულია, რომ მოხდეს ასეთი ქმედებების პრევენცია და საბოლოო ჯამში, მავთულხლართებისა და სხვადასხვა მახინჯი ბარიკადების დემონტაჟი, რომელიც არამხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევას ქმნის, არამედ ადამიანებს ყოველდღიურ პრობლემებს უქმნის. მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ, რას ემსახურება ეს ყველაფერი. ბანერები და მავთულხლართები თავისთავად არ წარმოადგენს პირდაპირი სამხედრო დანიშნულების პორთიფიკაციას. ეს ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლის ბერკეტია და ასევე დაძაბულობის ფონის შექმნის ბერკეტიც. ის ვინც ამას აკეთებს, მათ სავარაუდოდ სურთ, გააჩინონ კითხვები საზოგადოებისა და მთავრობის შეურყეველ დასავლურ კურსთან დაკავშირებით“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

რაც შეეხება დღეს დაგეგმილ ინციდენტებისა და პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის დღის წესრიგში ბანერების გადმოწევის საკითხი დგას.

„ჩვენ ამ საკითხს უსაფრთხოების ჭრილში დავაყენებთ, რადგან ის წარმოადგენს გამოწვევას მთლიანად სტაბილურობისთვის. ასევე, პრობლემას ქმნის ჰუმანიტარული თვალსაზრისით. როდესაც საქმე გვაქვს ღია ოკუპაციასთან და ასეთ არაჰუმანურ, არაცივილურ მეთოდებთან, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ, არ შეიძლება მშვიდად ვიყოთ და დაზღვეულად ვიგრძნოთ თავი, რომ მსგავსი პროვოკაციები არ განმეორდება. მაგრამ ჩვენ ამ პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ. საქართველოს მთავრობა არ გადაუხვევს მშვიდობიანი პოლიტიკიდან, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის დეოკუპაციაა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics