სერგეენკო: მივესალმები PSP-ს, რომ გამოხატა კეთილი ნება და მედიკამენტზე ფასები 20%-ით შეამცირა
„უახლოესი დღეების დინამიკას დავაკვირდებით, რამდენად შეძლებს იგივე PSP ფასების შენარჩუნების ტენდენციას, ან რამდენად გაიზიარებენ მის მაგალითს სხვა ფარმაცევტული კომპანიები“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.