|
2015-04-30 09:31:59, 311 ნახვა
საზოგადოება
შსს დაკარგულ პიროვნებას ეძებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1983 წელს დაბადებულ დიმიტრი თემურის ძე ბასილაძეს, რომელიც 2015 წლის 26 თებერვალს ქალაქ ქუთაისში სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. დიმიტრი ბასილაძე ქუთაისში, ძოძუაშვილის ქუჩა N4/2-ში ცხოვრობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო ღონისძიებები. სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ დიმიტრი ბასილაძის საძიებო მოქმედებებს. როგორც შსს–ში აცხადებენ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, როგორც ეკიპაჟების, ასევე მეტროპოლიტენის პატრულის თანამშრომლებს, ყოველდღიურად მიეწოდებათ ინფორმაცია დაკარგული პირის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით ინფორმირებულია კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფი, ყოველდღიურად მოწმდება როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შესული ინფორმაციები. სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს გარე სათვალთვალო კამერებიდან ვიდეომასალის ამოღება და გაშიფვრა. დიმიტრი ბასილაძის აღწერილობაა: საშუალო აღნაგობის, ღია ფერის კანით, სიმაღლე - 170 სმ, ღია წაბლისფერი მოკლე თმით, თაფლისფერი თვალებით, მოკლე ცხვირი, მუქი ფერის წარბები, თხელი ტუჩები, რომლის ზედა ნაწილში აღენიშნება მცირე ზომის ხალი. ტანთ ეცვა: ლურჯი ფერის ქურთუკი, ნაცრისფერი, ნაქსოვი სვიტერი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ტყავის მაღალყელიანი ფეხსაცმელი. შსს–ს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაკარგული დიმიტრი ბასიალიას შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში დარეკონ ნომრებზე: 577 58-69-99 0 (431) 29-60-60
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)