|
2015-04-30 15:16:06, 327 ნახვა
საზოგადოება
ნეპალიდან ევაკუაციის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს საელჩო აღმოუჩენს
ნეპალიდან ევაკუაციის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას ინდოეთსა და ნეპალში საქართველოს საელჩო აღმოუჩენს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამისთვის მათ უნდა მიმართონ ინდოეთში საქართველოს საელჩოს ან დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე (+91 11) 49496000; (+91) 9560093233; (+91) 9560791004. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნეპალში ლევან ნიჟარაძე (რეზიდენციით ნიუ დელი) უკვე მეოთხე დღეა იმყოფება კატმანდუში და ადგილზე ეცნობა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას. ელჩი შეხვდა საქართველოს მოქალაქეებს, მან ასევე გამართა შეხვედრები ნეპალის გაეროს ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისროში. ამასთან ელჩის ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი 12 კაციანი ტურისტული ჯგუფი ნეპალის ქალაქ პოხარადან დედაქალაქ კატმანდუში გუშინ გვიან საღამოს ჩავიდნენ და ისინი Air Arabia-ს რეისით სამშობლოში გამოფრინდებიან. თავად ელჩი ნეპალიდან ინდოეთში ხვალ დაბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)