|
2015-04-30 13:28:27, 331 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში ენერგეტიკის განვითარების საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება
დედაქალაქის მერიაში მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნება. შესაბამისი მემორანდუმი ენერგეტიკის სამინისტრომ და დედაქალაქის მერიამ ევროკავშირის პროგრამა INOGATE-სთან გააფორმეს. მემორანდუმს ხელი ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კახა კალაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა მოაწერეს. ცენტრი სადემონსტრაციო ფიზიკური სივრცის შექმნას გულისხმობს. ნებისმიერ პირს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესახებ ინფორმაციის და კონსულტაციების მიღება შეეძლება. არსებული ინფორმაციით, ცენტრის შექმნამ ხელი უნდა შეუწყოს მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას, განახლებადი ენერგორესურსების ათვისებას და ენერგოეფექტურობის დონის ამაღლებას.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)