14:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 17:52:05, 421 ნახვა

საზოგადოება
2002 წელთან შედარებით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 14,7 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

წინასწარი ინფორმაციით, 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 729 635 ადამიანს შეადგენს, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535) შედარებით 14,7 პროცენტით (641 900) ნაკლებია.

მონაცემების თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 2 მილიონ 140 126 ადამიანი შეადგინა. სოფლის მოსახლეობამ კი - მილიონ 589 509 ადამიანი. საქსტატის ინფორმაციით, შემცირება ძირითადად -  23, 8 პროცენტით სოფლის მოსახლეობამ განიცადა, ქალაქის მოსახლეობა კი 6,3 პროცენტით არის შემცირებული.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 118 035 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერასთან შედარებით 3,4 პროცენტით მეტია. უწყების ინფორმაციით, მატება ძირითადად მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლის ტიპის დასახლებების თბილისთან შემოერთებითაა განპირობებული.

აღწერის საბოლოო შედეგები, პირველადი მონაცემების დამუშავების შემდეგ, 2016 წლის აპრილის თვეში გამოქვეყნდება.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. აღწერამ ქვეყნის მთელი ტერიტორია მოიცვა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics