|
2015-04-30 17:25:06, 621 ნახვა
საზოგადოება
„ევექსი“ აჭარის მაღალმთიან რეგიონებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რამდენიმე კომპონენტს ტოვებს
სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე რეგიონში - ხულოში, შუახევსა და ქედაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რამდენიმე კომპონენტიდან გამოვიდა. კერძოდ, კორპორაცია ამ რაიონების მოსახლეობას სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში გეგმიურ და გადაუდებელ სტაციონალურ სამედიცინო მომსახურებას აღარ მიაწვდის. რაც შეეხება გეგმიურ და გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას, ცვლილებები ამ კომპონენტს არ შეეხება და მოსახლეობას „ევექსის“ კლინიკებში სერვისის მიღება კვლავ შეეძლება. კლინიკების ქსელი გეგმიურ და გადაუდებელ სტაციონალურ სამედიცინო მომსახურებას ხულოს, შუახევისა და ქედას მოსახლეობას ბათუმში მათ მფლობელობაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მიაწვდის, სადაც პაციენტების გადაყვანა მოხდება. სამედიცინო კორპორაციაში განმარტავენ, რომ ცვლილებები გაუმჯობესებული სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით განხორციელდა. „ევექსის“ გადაწყვეტილებას მოსახლეობის უკმაყოფილება უკვე მოჰყვა. რაიონების მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათთვის ბათუმამდე საკმაოდ დიდი მანძილია. მოსახლეობის პროტესტი საავადმყოფოში სამედიცინო სერვისში თანხის გადახდის აუცილებლობამაც გამოიწვია. კორპორაცია „ევექსში“ „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ერთ თვეში ხულოში არსებული სამედიცინო დაწესებულების გადაიარაღება მოხდება და რაიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველა კომპონენტს აღადგენენ. „ჩვენ მხოლოდ ქედასა და შუახევში დავტოვეთ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის რამდენიმე ქვეკომპონენტები. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში, პაციენტების უსაფრთხოებისადმია მიმართული. ბათუმში დიდი რეფერალური ჰოსპიტალი გვაქვს, სადაც პაციენტებს გადავიყვანთ. მათი რეფერირება ჩვენივე რეანომობილების პარკის ხარჯზე მოხდება, რომელიც ძალიან გაძლიერებულია. ასე რომ რთული სამედიცინო შემთხვევები ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში დაფიქსირდება “, - განაცხადა „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ნიორაძემ. მისივე თქმით, ხულოს საავადმყოფოში 25 მაისისთვის სამედიცინო სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდება. „მოხდა ინფრასტრუქტურული გადაიარაღება და სამედიცინო კადრების გაძლიერება. ხულოს რაიონული ჰოსპიტალი მაისის თვის ბოლოს ერთ-ერთი მძლავრი სამედიცინო დაწესებულება იქნება მთლიანად აჭარის რეგიონში და ჩვეულებრივად გაგრძელდება ყველა ტიპის სერვისის მიწოდება, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონალური მომსახურება“, - განაცხადა გიორგი ნიორაძემ. ამასთან, „ევექსი“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ხვალიდან სამეანო კომპონენტის (მშობიარობა და საკეისრო კვეთა) აღდგენას გეგმავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში შეეცადა. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლევან გორგილაძის განცხადებით, ყველაზე მეტი სირთულე მშობიარობის საკითხს შეეხო. მისივე განმარტებით, მშობიარობა გადაუდებელ სტაციონარულ და გეგმიურ სამედიცინო დახმარებაში შედის და ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ სამედიცინო მანიპულაციას ვეღარ დააფინანსებს. თუმცა გორგილაძის თქმითვე, რიგ შემთხვევებში მშობიარობები ბიუჯეტიდან მაინც დაფინანსდება. „ორი თვის, წინ „ევექსმა“ ქედაში, შუახევსა და ხულოში სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში გეგმიური სამედიცინო მომსახურების კომპონენტიდან გამოსვლასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადი შეიტანა. ეს მათი იურიდიული უფლება იყო, თუმცა არასასიამოვნო. მაგრამ კანონდებლობის ჩარჩოებში მოხდა ყველაფერი და გამოვიდა ამ მომსახურებიდან. ზოგადად გეგმიური, ქირურგიული მომსახურება არ ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც მწვავე გადაუდებელი შემთხვევებია, მაგრამ აქ ყველაზე მეტი სირთულე მშობიარობას შეეხო. ამ კუთხით ხდება ის, რომ გამოვიდა პროგრამიდან ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვეღარ გადაუხდის მას ფულს, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის გადასახდელი იქნება თუ იქ იმშობიარა დავუშვათ შუახევში ან ხულოში. ეს სიტუაცია გრძელდება 25 მაისამდე, როგორც თავიდანვე „ერექსი“ ამბობდა, 25 ში უკვე სხვა მიდგომა იქნება, 25 მაისიდან ხულოში იქნება ყველა სამედიცინო მომსახურების მიწოდება შესაძლებლობის ფარგლებში და ქედა, შუახევი დარჩება სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევებისთვის. მედალს ორი მხარე აქვს ერთი კარგი ის არის, რომ მოსახლეობა მიიღებს ქალაქში უფრო მაღალკვალიფიციურ მომსახურებას, მაგრამ იმის გამო, რომ მოსახლეობას ყოველთვის არა აქვს შესაძლებლობა გადაადგილდეს ქალაქში , ამისთვის „ერექსთან“ მოლაპარაკება შედგა და დგას რეანომობილი საჭიროების შემთხვევაში ორსულს გადმოიყვანს. დაგვიანების შემთხვევაში თუკი აუცილებელი გახდა, რომ ქედაში, შუახევსა ან ხულოში აუცილებლად ჩატარდეს მშობიარობა ეს არ იქნება მოსახლეობის დასაფინანსებელი“, - განაცხადა ლევან გორგილაძემ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, დღეს მინისტრის მოადგილეები სამივე რაიონში მოსახლეობასა და სამედიცინო პერსონალს შეხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)