გრიგოლ გიორგაძემ ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების შესახებ სამინისტროს პოზიცია წარადგინა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების შესახებ სამინისტროს პოზიცია წარადგინა.