17:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 11:41:36, 767 ნახვა

საზოგადოება
დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს ინგლისური ენის უფასო კურსებს LCC საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც LCC საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში, ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს გადიან.

ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლიტვის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი.

მათივე ინფორმაციით, ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტმა დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს ინტენსიური ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა შესთავაზა. პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მოტივირებულები არიან გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა უმაღლესი განათლების მისაღებად როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში.

წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, განაცხადი შეიტანონ და განათლების მიღება ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტში სტიპენდიის პროგრამის დახმარებით გააგრძელონ.

შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ლიტვურ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ შესაძლებლობისთვის, რასაც ისინი დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს სთავაზობენ.

LCC საქართველოს პროგრამის დირექტორის, რობ უილსონის განცხადებით, პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებმა, რომლებსაც ომის გამო არ ჰქონდათ შესაძლებლობა სრულყოფილი განათლება მიეღოთ, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა, რათა მომავალში შეძლონ დასაქმება ან სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics