|
2016-06-15 11:25:42, 643 ნახვა
საზოგადოება
ასპინძაში რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ასპინძის მუნიციპალიტეტში, რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ასპინძაში რაგბის სტადიონამდე მისასვლელი, გრუნტის საფარიანი გზის სიგრძე 2 კმ-ზე მეტია. გზა წვიმიან ამინდში ტალახდება და გადაადგილების პრობლემებს უქმნის როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე ავტომობილებს. უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე არხები და გატარდება უსაფრთხოების საჭირო ზომები. ობიექტზე 30 - მდე ადამიანია დასაქმებული და სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს. 2016 წლის შემოდგომიდან მოსახლეობა, ნებისმიერ ამინდში, დაუბრკოლებლად შეძლებს გადაადგილებას აღნიშნულ გზაზე. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)